სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ დონეცკიდან ევაკუირებული ქალები და ბავშვები, დაახლოებით, 18 საათის განმავლობაში იმყოფებიან ტაგანოკში, ავტობუსებში. მათ არ აძლევენ საკვებს, მედიკამენტებს და არც დაპირებულ ბინებს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ მანიპულაციის მსხვერპლნი არიან და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დანაპირები შეასრულოს.
"პირობას გვაძლევენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. გრძელ რიგში დაგვაყენეს დასახლებასთან. დაუსრულებლად გვაფორმებენ. აქ რისთვის წამოგვიყვანეს, ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ," - განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა.
"ყველგან ერთსა და იმავეს ამბობენ, რომ არ არის ადგილები. 3 შვილიშვილთან ერთად ჩამოვედით, გუშინ საღამოს შემდეგ არც გვიჭამია და არც გვიძინია," - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.