27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"დაიწყო დაბომბვა და არ შეწყვეტილა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არ ხსნიან საპასუხო ცეცხლს - უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი

უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. აფეთქებების და სროლის ხმა ისმის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპანტებმა 136-ჯერ დაარღვიეს. სროლის შედეგად დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო. რუსეთის თავდასხმის შედეგად კი დაჭრილია 5 უკრაინელი ჯარისკაცი.

როგორც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები აცხადებენ, რომ არ გადადიან შეტევაზე და არ წამოეგებიან ოკუპანტების პროვოკაციას, ვინაიდან ეს იქნება საბაბი რუსეთისთვის, რომ შეიჭრას უკრაინაში.

"დაიწყო დაბომბვა და არ შეწყვეტილა. ისევ ისეთი სიტუაციაა. მნიშვნელოვანია რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არ ხსნიან საპასუხო ცეცხლს, გარდა იმ სიტუციებისა, როდესაც ეს აუცილებელია პირველ რიგში მშვიდობიანი მოსახლეობის და ასევე ჩვენი სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად," - აღნიშნა უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის მოადგილემ მიხაილო დრაპატიმ.

"მათ მიერ გახსნილ ცეცხლს არ ვპასუხობთ, იმისათვის რომ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ. ისეთი სიტუაციაა რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისინი ყველაფერ აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ საპასუხო რეაქცია გვქონდეს. ჩვენ გვიყვარს ქვეყანა, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მიწა, ტერიტორიული ერთიანობა და სუვერენიტეტი," - განაცხადა უკრაინელმა სამხედრომ ზაჰარ ლეშუშუნმა.

დღის ამბები