უკრაინის რადას დეპუტატი და ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა სავიკ შუსტერის გადაცემა - "თავისუფალ სიტყვაში" მოხდა.
ფიზიკური დაპირისპირება ჟურნალისტ იური ბუტუსოვის სიტყვებს მოჰყვა, როცა მან დეპუტატ ნესტორ შუფრიჩს რუსული ნარატივის გავრცელებაში დასდო ბრალი. ბუტუსოვი დეპუტატთან მივიდა და სახეში დაარტყა.