სომალიში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ რესტორანთან აამოქმედა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობები დაზიანდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ შაბაბმა აიღო.