27 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
422 მილიონი ინფიცირებული და 5 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - "ომიკრონის" სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ქვეყნები რეგულაციებს ამსუბუქებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 422 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს გაცდა. "ომიკრონის" სწრაფად გავრცელების მიუხედავად, სახელმწიფოები რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობენ. 

ირლანდიაში შეზღუდვები თითქმის სრულად გაუქმდა, გაერთიანებულ სამეფოში კი იზოლაციის წესების გამარტივებას აპირებენ. რეგულაციები მსუბუქდება გერმანიაშიც. ახალი წესები აცრილ ადამიანებს შეეხებათ. იაპონია კი ქვეყანაში სწავლის მსურველებსა და ბიზნეს მივლინებებით ჩასულ ადამიანებს შესვლის წესებს უმარტივებს.

ქვეყანაში რეგულაციების შემცირებას ეტაპობრივად ისევ გეგმავენ. ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო კი ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებს ითვლიან.

 
ავტორი: თიკო ცერცვაძე
 
 
დღის ამბები