27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"ომიკრონი" უკან იხევს - რა შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გავრცელების ჯაჭვი და არის თუ არა მოსალოდნელი კიდევ ერთი ახალი ტალღა 

"ომიკრონის" ტალღა უკან იხევს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა 13 ათასს ცდება, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კლება არის და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტალღა კიდევ უფრო შესუსტდება.

ლაბორატორიული მონაცემები "ომიკრონის" დასასრულზე არ მიუთითებს, თუმცა სტაბილური მდგომარეობის მანიშნებელია. გასული კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 ათასით ნაკლებია კოვიდდადასტურებული შემთხვევები. 

არის თუ არა კიდევ ერთი ახალი ტალღის ალბათობა? "ომიკრონისქვე-ვარიანტი უკვე 90-%-ით ცირკულირებს ქვეყანაში.

სრულფასოვანი ვაქცინაცია - ორჯერ აცრის შემდეგ, "ბუსტერ" დოზა, ვირუსს გავრცელების ჯაჭვს გაწყვეტს - ინფექციონისტების მთავარი სათქმელი დღეს მხოლოდ ერთია.

ინფიცირების პერიოდის გავლა მარტივია, თუცა ექიმები პოსტკოვიდურ გართულებებსა და შემდგომ რეინფიცირების საშიშროებაზე საუბრობენ. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც "დელტა" შტამი უკვე გადაიტანა, ვირუსის შემდგომ გართულებებს ებრძვის და მოკლე პერიოდში "ომიკრონი" დაუდასტურდა.

დევი ტაბიძე ამბობს, რომ ეს მონაკვეთი განსაკუთებით რთულია მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს და აცრილი არ არის. 

დღის ამბები