27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
მმართველი გუნდი ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად მუშაობას განაგრძობს - რას მოყვა ოპოზიციის პროტესტი და დაკავება ბათუმში მიმდინარე შეხვედრისას

მმართველი გუნდი ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებისთვის ემზადება. ყრილობამდე პარტიის თავმჯდომარე და ლიდერები რეგიონებში ჩადიან და ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს ესაუბრებიან. 

დღეს ასეთი შეხვედრა ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართა. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. 

ბათუმში შეხვედრა ხმაური ფონზე მიმდინარეობდა. სასტუმროსთან, სადაც ღონისძიება იმართებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მივიდნენ და შესვლას მოითხოვდნენ. საკონფერენციო დარბაზთან იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" - ნაზი ფუტკარაძეც, რომელიც აცხადებდა, რომ მისი ძმის, ასევე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს 6 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს და დღესვე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მომხდართან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპონენტების მხრიდან საკითხით მანიპულირებაზე და განაცხადა, რომ რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მით უმეტეს ასეთ მძიმე თემაზე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე შეხვედრას ხვალ უკვე ამბროლაურში გეგმავს. მსგავსი ღონისძიებები ირაკლი კობახიძემ უკვე გამართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთისა და გურიის ორგანიზაციებთან. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ეროვნული კონფერენცია ერთ თვეში ჩატარდება, სადაც თავმჯდომარეს და გამგეობის წევრებს აირჩევენ.



დღის ამბები