27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით მიუნხენშია - რა საკითხები განიხილა მთავრობის მეთაურმა ორმხრივ შეხვედრებზე

მიუნჰენში უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება - NATO-ს წევრი ქვეყნები და პარტნიორები უკრაინის კრიზისზე მსჯელობენ. გერმანიაშია ქართული დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობს.

უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს მთავრობის მეთაური, მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარელ კოლეგასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებობს. საუბარი იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, რეფორმებზე, ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე, ოკუპირებული რეგიონებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების როლზე. პრემიერმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფორმატია სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა ისრაელის ვიცე-პრემიერთან შეხვედრასაც. აუდიენციაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას. მხარეების შეფასებით, ქვეყნებს სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კომპანია ეფთიექს "კრიფტო დერევეიშენ ექსჩეინჯის " დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს შეხვდა. საუბრისას განიხილეს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა. მთავრობის მეთაურმა ბანკმან ფრიდს შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა. 

დღესვე შეხვედრა გაიმართა Siemens Energy AG-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთანაც. საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელის განხორციელებით, შესაძლოა, Siemens Energy დაინტერესდეს. 

ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საუდის არაბეთის სამეფოს პრინცთანაც. მოლაპარაკების დროს ყურადღება გამახვილდა როგორც ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. 

დღის ამბები