27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
გერმანია და ავსტრია საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ  

გერმანია და ავსტრია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და თუკი ისინი იქ იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. 

"გერმანიის მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან, დატოვოს ქვეყანა დაუყოვნებლივ" - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

"უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა იმატებს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილების მასიური ყოფნისა და გადაადგილების ფონზე. სამხედრო დაპირისპირება ნებისმიერ დროს შესაძლებელია," - წერია განცხადებაში და აქვე ნათქვამია, რომ თუკი რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, საჭიროების შემთხვევაში საკონსულო დახმარება ხელმისაწვდომი არ იქნება.

მსგავსი განცხადება გაავრცელა ავსტრიის საგარეო უწყებამაც.

დღის ამბები