27 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ქართველი ბიჭი, რომელიც Amazon-მა გასაუბრებიდან ერთ საათში სამუშაოდ აიყვანა - გიორგი ბოტკოველის წარმატების ისტორია

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, გიორგი ბოტკოველი 2022 წლის აპრილიდან Amazon-ის გუნდს შეუერთდება, ხოლო ოქტომბრიდან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე მუშაობას Google-ში დაიწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სკოლა-პანსიონი "კომაროვი" ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აპლიკაციები უმსხვილეს კომპანიებში ბოტკოველმა ოქტომბრის დასაწყისში გაგზავნა, შემდეგ კი ტესტირებებისა და ინტერვიუების ეტაპები გადალახა.

 
"გიორგი ბოტკოველმა კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ორი წლის შემდეგ კი უნგრეთში Eutvos Lorand University-ის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით.
 
“ამაზონსა” და “გუგლში” წარმატებით მოხვედრა გიორგისთვის საინტერესო, თუმცა რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო. ოქტომბრის დასაწყისში გაგზავნა აპლიკაციები. გუგლში სრული განაკვეთის პოზიციაზე აპლიკაციის გაგზავნა მეგობრის, ლაშა ლაკირბაიას, რეკომენდაციით გადაწყვიტა. ლაშაც ასევე კომაროვის კურსდამთავრებულია.
აპლიკაციის შემდეგ ტესტირების და ინტერვიუების ეტაპები დაიწყო. ამაზონის დეველოპერებთან 2 ტექნიკური ინტერვიუს წარმატებით გავლის შემდეგ, ერთ საათზე ნაკლებ დროში შეატყობინეს დადებითი პასუხი. გუგლის დეველოპერებისგან კი 5 ინტერვიუსა და რამდენიმე თვიანი მოლოდინის შემდეგ მიიღო შეთავაზება.
 
კომაროვში სწავლის პერიოდი გიორგისთვის მრავალფეროვანი მიღწევებით იყო სავსე. 2018 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის შედეგად სამეცნიერო ბანაკში მოხვდა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაგზავნეს. შემდგომში სამეცნიერო ბანაკის ლიდერიც იყო. ასევე, გიორგი აქტიურად იყო ჩართული სპორტულ აქტივობებში. კომაროვში სწავლის წლებში იყო ჭადრაკის ინდივიდუალური და გუნდური ჩემპიონი, ფეხბურთისა და ფრენბურთის გუნდის წევრი,"-ნათქვამია სკოლა პანსიონის, "კომაროვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
No description available.
 
 
დღის ამბები