ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ პეტროპოლისში მოსალოდნელია მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდა.
ადგილიდან ევაკუირებულია 700-ზე მეტი ადამიანი. უამინდობის გამო სამძებრო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართული.