ნატოს ლიდერები და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის კრიზისის საკითხზე დღეს ტელეფონით ისაუბრებენ.
მანამდე კი ჯო ბაიდენი ასევე ტელეფონით უკრაინის პრემიერს ესაუბრა, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს რუსეთისთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.
მომდევნო კვირაში კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.