27 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი გამოეხმაურა

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი გამოეხმაურა.

იენს სტოლტენბერგი ტვიტერზე წერს, რომ ნატოს მინისტრებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან რუსეთის აგრესიის მუდმივი საფრთხე და საქართველოსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განიხილეს.

"მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO ღიაა დიალოგისთვის და რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნა," - წერს სტოლტენბერგი.

დღის ამბები