27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ტრაგედია ქორწილში - ინდოეთში ჭაში ჩავარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც

ტრაგედია ქორწილში - ინდოეთში, უტარ პრადეშში, ჭაში ჩავარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ქალები და ბავშვები ფილაზე ისხდნენ, რომელიც ძველ ჭას ფარავდა, ფილამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. 13-ვე ადამიანი შემთხვევის შედეგად ჭაში ჩავარდა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის 10 წლის გოგონა და ერთი წლის ჩვილია.

შემთხვევის შემდეგ 11 მათგანი ადგილზე, ორი კი - მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა უტარ პრადეშის მთავარმა მინისტრმა, იოგი ადიტიანათმა. პრემიერის აპარატის სპიკერმა Twitter-ზე განაცხადა, რომ მან დაავალა შესაბამის ოფიციალურ პირებს, სასწრაფოდ ჩაატარონ სამაშველო სამუშაოები და გაუწიონ შესაბამისი დახმარება დაზარალებულებს.

დღის ამბები