27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
მე-6 პიკის დაღმასვლა დაწყებულია  - რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოში რეგულაციები მოიხსნას

"ომიკრონის" სტატისტიკა შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სცენარი ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტროს, მდგომარეობის შესაფასებლად, გარკვეული დრო სჭირდება.

ინფიცირებულთა კლების პარალელურად, შემცირდა მიმართვიანობა პედიატრიულ კლინიკებში. გასულ კვირას თუ 60 ინფიცირებული ბავშვი მიმართავდა კოვიდცენტრს, ახლა ციფრები განახევრებულია. ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტების მიღება დღეს არც ერთ განყოფილებას არ უჭირს.

"ომიკრონისქვეშტამები უკვე 90%-ით ცირკულირებს, როგორც მსოფლიოში, ასევე საქარველოში. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსის ცირკულაცია შემცირდება და ძალას დაკარგავს, თუ მოსახლეობას მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა ექნება.

ბოლო 24 საათში 3600-მდე ადამიანი აიცრა. თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ იმუნიზაციის ეროვნული გემის შესრულება გართულდება.

საკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ვირუსის მაჩვენებლები საწყის ეტაპს დაუბრუნდება და კლინიკებში მძიმე პაციენტების რაოდენობა აღარ მოიმატებს. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც ყველა დარჩენილი რეგულაციის მოხსნაზე იმსჯელებს და ქუჩაში პირბადის ტარებაც სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა, ჯერ ამ სცენარის განხორცილებას ერთობლივი პასუხისმგებლობა სჭირდება.

დღის ამბები