ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ამაზე უფრო მეტად ძლიერი და ერთიანი ალიანსი აქამდე არ უნახავს, როგორიც ის დღეს არის. როგორც ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, პუტინი ამბობს, რომ მას არ სურს ძლიერი ნატო, სინამდვილეში კი სწორედ ამას იღებს. განცახდება ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ დეტალებს მომხდართან დაკავშირებით. აქამდეც რამდენჯერმე გვითქვამს, რომ შესაძლო იყო რუსეთს რამე ასეთი გაეკეთებინა, იმ მიზნით რომ სამხედრო კონფლიქტი გაემართლებინა. ამიტომ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. რუსეთმა განაცხადა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ უკრაინის საზღვრებიდან ჯარებს გაიყვანდა - ეს კი ჯერ არ დაგვინახავს. პირიქით, ვხედავთ მათ მზადყოფნას საზღვრებთან, მათ შორის შავ ზღვაში, მეტიც ვხედავთ სისხლის მარაგებსაც. მე წლების განმავლობაში თავად ვიყავი სამხედრო და ვიცი, რომ ამას უმიზეზოდ არ აკეთებენ, მით უმეტეს მაშინ, თუ სახლში წასვლას გეგმავენ. ამიტომ ვრჩებით ძალიან ყურადღებით, დავაკვირდებით ე.წ. ”ცრუ დროშის” ოპერაციებს - რომლისთვისაც შეტევის გასამართლებლად აქამდეც მიუმართავთ. აშშ-ს ჯარს ცივი ომის შემდეგ შევუერთდი და გულწრფელად გეტყვით, მე არასოდეს მინახავს უფრო მეტად ერთიანი დ ძლიერი ალიანსი როგორიც დღეს ვნახე. პუტინი ამბობს, რომ მას არ სურს ძლიერი ნატო, სინამდვილეში კი სწორედ ამას იღებს," - ამბობს ლოიდ ოსტინი.