დედაქალაქში ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზე. დეველოპერული სექტორი აქტიურად აშენებს ახალ კორპუსებს, რათა მსურველთა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს. დროთა განმავლობაში დაიხვეწა ტენდენციები არქიტექტურაში, პროექტირებაში შედეგად კი ვიღებთ უფრო კომფორტულ, მოსახერხებელ საცხოვრებელ კომპლექსებს, სადაც ცხოვრება სიმშვიდის გარანტია.
ბინების ფასები უბნების მიხედვით განსხვავებულია, ბუნებრივია, რომ ისანში და ვაკეში, ერთი და იმავე ფართის შეძენა იდენტურ ფასად, წარმოუდგენელია.
საბურთალო საცხოვრებლად ერთ-ერთი საუკეთესო უბანია, ახლოსაა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მრავალნაირი ტრანსპორტი დადის და გადაადგილება არ წარმოადგენს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ უბნად ითვლება, აქაც შეიძლება მოიძებნოს მშვიდი ადგილები, სადაც სიმშვიდის მოყვარული ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას. საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის გამო, საბურთალოზე ბევრი მშენებლობაა. ეს უბანი კარგი მდებარეობით იწვევს დეველოპერების დაინტერესებას და უკვე საკმაოდ ბევრი ახალაშენებული კორპუსია. საბურთალოზე ახალაშენებულ კორპუსებში 70-80 კვ.მ ბინის ფასები 220 000 – 300 000 ლარში მერყეობს, ძველ პროექტებში კი - 180 000 – 215 000 ლარში.
დიდუბე ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანია. როგორც თბილისის სხვა უბნებში, აქაც შენდება ახალი კორპუსები და 70 – 80 კვ.მ ბინის ფასები 170 000 - 230 000 ლარია, ძველ კორპუსებში 150 000 – 210 000 ლარის ფარგლებშია.
კრწანისი ერთ-ერთი მშვიდი და ჯერ კიდევ მწვანე უბანია თბილისში, რომელიც იძლევა საშუალებას იცხოვროს ადამიანმა სიმშვიდეში, სიმწვანეში და ამისთვის არ მოუწიოს ქალაქის დატოვება, ან მის შემოგარენში გადასვლა. ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა ახალაშენებული კორპუსები კრწანისში და უნდა აღინიშნოს, რომ ბინები ძალიან მალე იყიდება. ბინის ყიდვა კრწანისში მისი ადგილმდებარეობისა და გარემო პირობების გამო ძალიან მომგებიანია, ალბათ ამით აიხსნება მოთხოვნის ზრდა ამ უბანზე. ძველ პროექტებში ფასები 140 000 – 170 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ახალ კორპუსებში კი - 220 000 – 280 000 ლარამდე.
პლეხანოვი დედაქალაქის ერთ-ერთი ძველი უბანია, სადაც ძველი შენობები ჭარბობს ახლებს. თუმცა, ბოლო პერიოდში დეველოპერები დაინტერესდნენ ამ უბნით და ცდილობენ ააშენონ ისეთი პროექტები, რომელიც ქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს და სტილისტურად მოერგება არქიტექტურას. ახალ აშენებულ კორპუსებში ბინების ფასი 240 000 -დან იწყება და 300 000-ამდე ადის, ძველ ბინებში კი ფასები ძალიან განსხვავებულია, შესაძლოა 205 000 ლარადაც ნახოთ ბინა და 250 000-დაც.
როგორც გამოიკვეთა, თბილისში ბინების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ამიტომ მაძიებლისთვის სასურველი საცხოვრებლის პოვნა და გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის. თუ თქვენთვის ადგილმდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უბნების მიხედვით ბინის მოძებნა უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge-ზე შეგიძლიათ.
(R)