27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ზელენსკი შარლ მიშელს დონბასის დაბომბვაზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონბასის დაბომბვის შესახებ ესაუბრა - ამის შესახებ CNN წერს

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დონბასში დაბომბვის შესახებ ესაუბრა. 

რეგიონის დაბომბვაზე საუბრობენ როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები, ისე სეპარატისტები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინას აკონტროლებენ. დღეს გავრცელდა სურათები და ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ დაბომბვის შედეგად, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღს ჭურვი მოხვდა. 

ზელენსკის თქმით,  მან მიშელს აცნობა "უსაფრთხოების ვითარებისა და დღევანდელი პროვოკაციული დაბომბვის შესახებ, განსაკუთრებით დაბა სტანიცა ლუგანსკაიაზე".

მან ასევე თქვა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა დონორთა კონფერენციის ინიციატივისთვის უკრაინის მხარდასაჭერად.

დღის ამბები