27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თანხის ამოღების მიზნით შეზღუდვები უწესდებათ, რომლის დარღვევაც 1000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს - სების ახალი რეგულაცია​

საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ამოღების მიზნით შეზღუდვები უწესდებათ. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით და შესაბამისი ეთიკის კოდექსით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ მოვალეების შეცდომაში შეყვანა და თანხის ამოღების მიზნით, მათთან პოლიციის წარმომადგენლის სახელით მოქმედება.

მსგავსი მანიპულაციის შემთხვევაში ორგანიზაცია 1000 ლარით დაჯარიმდება. ახალი ეთიკის კოდექსი ძალაში მარტიდან შედის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი უჩიოდა საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სხვადასხვა სახის არაეთიკურ პრაქტიკას, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევდა. ცვლილებები კი სწორედ ამ საკითხის დარეგულირების მიზნით მომზადდა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება ქვეყანაში. ხშირად გსმენიათ შემთხვევებზე, როდესაც არამართებულად და არაპროპორციულად ხდება თუნდაც დაბულინგება, შეურაცხყოფა მსესხებლების და იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებად საჭიროებდა ქმედებებს, ამიტომ მივიღეთ ეს ეთიკის კოდექსი," - აცხადებს გვეტაძე. 

დღის ამბები