27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
რუსული ოკუპაცია და საქართველოს, როგორც პარტნიორის მნიშვნელობა ევროკავშირისთვის - რა წერია ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციებში

ევროპარლამენტმა კენჭი უყარა ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წლიურ ანგარიშებს.

რეზოლუციები საკმაოდ მკაფიო მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს საქართველოსთან დაკავშირებით. ორივე დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირისთვის საქართველოსა და აღმოსავლეთის სამეზობლოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ევროპარლამენტარები კვლავ აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. რეზოლუცია კატეგორიულად გმობს რუსეთის არალეგიტიმურ მოთხოვნას შეაჩეროს NATO-ს შემდგომი გაფართოება და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მოიწვიოს უკრაინა და საქართველო ევროკავშირის მომავალ თავდაცვის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.


 

 

დღის ამბები