27 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
2022 წლის მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია "კონდორ ეარლაინსი" შემოდის

2022 წლის მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია "კონდორ ეარლაინსი" შემოდის და რეგულარულ რეისებს განახორციელებს ფრანკფურტი-თბილისი, თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გერმანულ ავიაკომპანიასთან თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომელიც კოვიდ 19-ის ვითარების მიუხედავად, წარმატებით დასრულდა.

2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. კომპანია ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.

დღის ამბები