პირველი ქალი, რომლიც აივ ინფექციისგან განიკურნა - ექიმებმა ეს შეერთებულ შტატებში შეძლეს.
ქალს ინფექცია 2013 წელს დაუდგინდა, 2017 წელს კი მას ლეიკემიის დიაგნოზიც დაუსვეს. ქალის ორგანიზმში ღეროვანი უჯრედები გადანერგეს. ახალმა მიდგომამ შესაძლოა მკურნალობა უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
როგორც გითხარით ეს აივ-ინფექციისგან ქალის განკურნების პირველი პრეცედენტია, ხოლო მსოფლიოში შიდსის დამარცხების მესამე ფაქტი. მანამდე აივ ინფექციის დაძლევა ორმა კაცმა პაციენტმა შეძლო.