27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ნათელაშვილს ერთადერთი დაფინანსების საკითხი ადარდებს, რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, თაღლითობა ძალიან დიდი დანაშაულია - რატი იონათამიშვილი

რა არგუმენტები ჰქონდა მმართველ პარტიას, როდესაც 3 ოპოზიციონერი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა:

"როდესაც 70 სხდომა ტარდება პარლამენტში და არცერთს არ ესწრები, მე მგონი, აქ საუბარიც ზედმეტია რაიმე მორალურ უფლებაზე, რომ კიდევ ჰქონდეს ვინმეს ამბიცია საპარლამენტო საქმიანობაზე. ან აკადრო საზოგადოებას, რომ გულწრფელობა დაიჯეროს. ერთადერთი, რაც ნათელაშვილს ადარდებდა, ეს იყო დაფინანსების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი. როცა პოლიტიკაში უშვებ ძალიან დიდ შეცდომებს და ეს შეცდომები სინამდვილეში არის გამიზნული ქართული დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, ამისი ფასი უნდა გადაიხადო კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თაღლითობა არის ძალიან დიდი დანაშაული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს იმის ამბიცია, რომ საჯარო აქტორი იყოს, გინდაც სამეწარმეო საქმიანობაში და გინდაც საპარლამენტო და პოლიტიკურ საქმიანობაში. ძალიან მძიმე ბრალია თაღლითობა. სადმე ჩვენ მოვისმინეთ ამისი ან გულწრფელი ან აღიარება, ან გამიჯვნა, ან რაიმე შეფასება?  თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით, რომ როდესაც 17 მილიონ დოლარზეა საუბარი. არ ითვლება ნასამართლევად - ეს რიტორიკა არის აბსურდული და არანაირი ბმა და კავშირი არ აქვს ოდნავ მაინც სამართლებრივ კომპეტენციასთან," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები