სოციალური ქსელის OnlyFans-სთვის განკუთვნილი ფოტოსესია ტაილანდელი მოდელისთვის ტრაგიკული შედეგით დასრულდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ვიადა პანტოვისთვის, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია, როგორც Soda, ფოტოების გამოქვეყნება საოჯახო ბიზნესია. ის მოდელის როლს ირგებს, ე.წ თამამ ფოტოებს კი ქმარი უღებს. სწორედ ასეთი ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტეს მათ წმინდა ვალენტინის დღეს და ამისთვის აუზიანი ვილა იქირავეს. ცოლ-ქმარს თან მათი 2 შვილიც ახლდა.
ვიადამ ფოტოები ვილის სხვადასხვა ნაწილში გადაიღო, მათ შორის, აუზთან, შემდეგ კი ბილიარდის მაგიდაზე. იმ დროს, როდესაც ფოტოსესია ბილიარდის მაგიდაზე მიმდინარეობდა, წყვილის 2 ბავშვი აუზში თამაშობდა. უმცროსი, 2 წლის ბიჭი თამაშის დროს წყალში ჩაიძირა და ამოსვლა ვერ შეძლო.ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს.
ტაილანდელი მოდელის თქმით, მომხდარმა ტრაგედიამ მასზე ძალიან იმოქმედა და მისთვის "ცხოვრებამ აზრი დაკარგა".