27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე გადაწყვიტეს, რომ უსაფრთხოების კრიზისის მოსაგვარებლად ახალი მიდგომებია საჭირო - რა საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება ალიანსი

უკეთესის მოლოდინით ნატო უარესისთვის ემზადება. უკრაინის საჰაერო სივრცეს კი, ამ დრომდე აკონტროლებს ამერიკული სადაზვერვო საფრენი აპარატები. ალიანსი ბრიუსელში მსჯელობს რა ერთობლივი პასუხი უნდა გასცენ რუსეთის მცდელობას შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია.

დღეს ბელგიაში, ნატოს შტაბბინაში წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო, სადაც უკვე გადაწყვიტეს, რომ ალიანსს ახალი მიდგომები სჭირდება.

ხვალ ნატო პარტნიორების: უკრაინისა და საქართველოს თვადაცვის მინისტრებსაც შეხვდება. ერთობლივი განცხადება კი წევრმა ქვეყნებმა უკვე დღეს გამოაქვეყნეს. ახალი მიდგომების შესახებ დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა.

"ჩვენ არ ვიცით რა მოხდება უკრაინაში, მაგრამ ვიცით ის თუ რა მომხდარა. სიტუაციამ უკვე აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის პირისპირ. რუსეთმა ნათელი გახადა, რომ მზადაა ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს შეეჯიბროს და ეს ძალის გამოყენების გააკეთოს. კერძოდ საუბარია იმ უფლებაზე, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი გზის არჩევის უფლება, ნატოს კი აქვს უფლება დაიცვას სხვები.

რუსეთმა სწორედ ამ პრინციპების საწინააღმდეგო შემოთავაზება გაგვიკეთა და ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზებით ევროპის ქვეყნებს დაემუქრა, რათა მათი წინადადებები მიგვეღო.

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ,მაგრამ ეს პრაქტიკულად უკვე ახალ ნორმად იქცა ევროპაში. სწორედ ამიტომ დღეს მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის გასაძლიერებლად ახალი მიდგომები განსაზღვრონ. მათ შორის განიხილება ნატოს ახალი საბრძოლო ჯგუფების განლაგება ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში.

ჩვენ მივესალმეთ საფრანგეთის შეთავაზებას, რომ რუმინეთში ასეთ ჯგუფებს უხელმძღვანელოს. ჩვენი სამხედრო მეთაურები ახლა დეტალებზე იმუშავებენ და რამდენიმე კვირის მანძილზე კონკრეტიკით დაგვიბრუნდებიან. მათ შორის ამ ინიციატივის მასშტაბებსა და ფარგლებზე,რომელიც პოტენციური ჯგუფების აღმოსავლეთით განთავსებას ეხება, მათ შორის შავ ზღვაში," - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები