27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ვინ გახდებიან Berlinale 2022-ის ოქროს დათვის მფლობელები - კინოფესტივალის გამარჯვებულებს 20 თებერვალს გამოავლენენ

10-დან 20 თებერვლის ჩათვლით, ბერლინში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. 72-ე ბერლინალე - ეს არის ნამდვილი ზეიმი კინო სამყაროსთვის. ბერლინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც კინემატოგრაფისტებისთვის, ასევე მედიისთვის. ყოველწლიურად, ფესტივალს 76 ქვეყნის 15 000-მდე კინემატოგრაფი და 3 500-მდე ჟურნალისტი ესწრება. გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, პანდემიის გამო ფესტივალის ფიზიკური სახით გამართვა ვერ მოხერხდა. წელსაც, ფესტივალის მესვეურებმა თავი აარიდეს პომპეზურ მიღებებსა და პრეზენტაციებს და ჰიბრიდული ფორმატი შეარჩიეს.

წლევანდელი ფესტივალი ფრანსუა ოზონის ახალი ნამუშევრით -" პიტერ ვონ კანტით" გაიხსნა, რომელშიც ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი იზაბელ აჯანი თამაშობს. პიტერ ფონ კანტი ადაპტირებული რაინერ ვერნერ ფასბინდერის "პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლების" მიხედვით, რომელიც არის ისტორია, სიყვარულის ტოქსიკურ სამკუთხედში მომწყვდეული სამი ქალის შესახებ.

ფრანსუა ოზონის გარდა წლევანდელ ფესტივალის საკონკურსო სექციაში კიდევ 17 ფილმია წარმოდგენილი. მათ შორის ქლერ დენის - "დანის ორივე მხარე", სადაც ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჯულიეტ ბინოში თამაშობს. და ასევე მთავარ სექციაშია "ფილის ნაგის სურათი - "დაურეკე ჯეინს" და დენის კოტე -"ასეთი ზაფხული".

72-ე ბერლინის კინოფესტივალზე საპატიო ოქროს დათვით ფრანგი კინომსახიობი იზაბელ იუპერი დაჯილდოვდა, კინო სამყაროში შეტანილი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის

დღეს ფესტივალის საპრემიერო ნაწილი დასრულდება და უკვე 20 თებერვალს გაირკვევა, თუ ვინ გახდებიან ბერლინალე 2022-ის ოქროსა და ვერცხლის დათვის მფლობელები.

დღის ამბები