მსოფლიოში ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იკლებს. გასულ კვირას 19% ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა დღეებში იყო.
სახელმწიფოები რეგულაციების მოხსნას აგრძელებენ. ყველა შეზღუდვა მოიხსნა დანიაში. ხვალიდან კოვიდშეზღუდვების უმეტეს ნაწილს გააუქმებს ნიდერლანდებიც, სადაც ამ დრომდე ყველაზე მკაცრი რეგულაციები იყო დაწესებული. შეზღუდვებს შეამსუბუქებს ავსტრია და კანადაც.