27 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, ვირუსის მე-6 ტალღა მოკლე პერიოდში ვერ დასრულდება - არის თუ არა "ომიკრონი" კრონავირუსის ბოლო ვარიანტი

ორი პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, დღეს "ომიკრონის" წინააღმდეგ საკუთარი და პაციენტების ჯანმრთელობის დასაცავად, ინფიცირებულის სტატუსით იბრძვის. 

როდის შემცირდება ინფიცირებულთა მაჩვენებლები და როდის იქნება სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში - ჯანდაცვის სამინისტრო შედეგებს კვირის ბოლოს შეაჯამებს. მანამდე კი ამბობენ, რომ სიტუაცია მართვადია და სისტემაში ყველა სამსახური მაქისმალური დატვირთვით მუშაობს.

ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, ვირუსის მე-6 ტალღა მოკლე პერიოდში ვერ დასრულდება. "ომიკრონის" გავრცელების მაჩვენებელი თუ 17% იქნება, ლაბორატორიული მონაცემები საწყის ნიშნულს დაუბრუნდება და სიკვდილიანობაც განახევრდება.

ვირუსის აღმავალ და დაღმავალ დინამიკას, კლინიკები მძიმე პაციენტების რაოდენობით საზღვრავენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილები კოვიდმიმღებ განყოფილებებში არის, ჯანრთელობის გართულებული მდგომარეობით, მაინც ბევრი პაციენტია. ინფიცირებულების მდგომარეობა, ქრონიკული დაავადებების გამო მძიმდება.

არის თუ არა "ომიკრონიკორონავირუსის ბოლო ვარიანტი? - სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეპიდემიოლოგები ახალი მუტაციების მოლოდინში არიან. მთავრია ნებისმიერ ახალ ვარიანტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ მიანიჭოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინაციის გეგმით, მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს.

დღის ამბები