27 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"ისიც კი არ ვიცოდით ორსულად რომ იყო..." - აპირებდა თუ არა დედა ჩვილის გაყიდვას, რას ყვებიან ოჯახის წევრები დამალული ორსულობის შესახებ 

ქალს რომელმაც საკუთარი შვილი უნიტაზში ჩააგდო ბრალი წაუყენეს. ადვოკატი ბრალდებულს შეხვდა, მისი თქმით, ქალი გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაცვის მხარე ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ფოთის სამშობიარო სახლის ექიმი ამბობს, რომ ქალმა მართლაც იმშობიარა და ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება. 

"ორსულობის პერიოდში არსად იყო აღრიცხვაზე. გავსინჯეთ ის და არანაირი პათოლოგია არ აღმოჩენილა. ამის შემდეგ გაკეთდა ეხოსკოპიური გამოკვლევა და ის შეესაბამებოდა ლოგინობის პერიოდის მე-4, მე-5 დღეს,"- აცხადებს ექიმი. 

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რძლის ორსულობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

"ისიც კი არ ვიცოდით რომ ორსულად იყო, არც მეუღლემ არ იცოდა. თუ ბავშვის გაყიდვას აპირებდა, მაშინ რატომ მოკლავდა,"- აცხადებენ დაკავებულის ახლობლები. 

დღის ამბები