27 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი NATO-ს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს - რა საკითხები განიხილება მინისტერიალის ფარგლებში

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში. 

შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში 2022 წლის ორმხრივ თანამშრომლობის გეგმას.

ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა NATO-ს  შტაბ-ბინაში ასევე ლიეტუვას თავდაცვის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი კაუნასის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლის სახითაც ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვის დამატებითი მექანიზმი შეიქმნა. 

მემორანდუმის მონაწილე ქვეყნები საქართველოსთან ერთად არიან  უკრაინა, ლიეტუვა და აშშ. ლიეტუვასთან, ასევე გაფორმდა ორმხრივი თანამთრომლობის გეგმა, რომელმაც მომავალი პარტნიორობის მიმართულებები უნდა განსაზღვრა.

დღის ამბები