27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"გმადლობთ, ძვირფასო დავით. უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ," - წერს უკრაინის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 16 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

დღის ამბები