რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ გეგმავს, ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ არც ოთხშაბათს და არც მომდევნო კვირებში არანაირი ესკალაცია არ იგეგმება. "ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს. როდესაც თქვენ აცხადებთ ასეთ პრეტენზიებს - ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს რუსეთის წინააღმდეგ - ისინი მტკიცებულებებით უნდა გაამყაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება" - განაცხადა რუსეთის ელჩმა.
სულ ცოტა ხნის წინ კი, რუსეთში განაცხადეს, რომ ყირიმში წვრთნები დასრულდა სამხედროები კი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.