27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის და მოსკოვისგან რამდენიმე დღეში წერილობით პასუხს ელის იანვარში ნატოსა და შტატებისგან გაგზავნილ დოკუმენტებზე. 

ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ტრანსატლანტიკური პასუხი მკაცრი, ერთიანი და სწრაფი იქნება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სანქციების დაწესება განიხილა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან. მხარეებმა მხარდაჭერა გამოთქვეს უკრაინის სუვერენიტეტის, ასევე ძლიერი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ერთგულებისადმი, რათა უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ რუსულ საფრთხეებს ერთად დაუპირისპირდნენ.

 
დღის ამბები