27 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელებად ლელა ჯანაშვილი და კოკა კაციტაძე დაამტკიცეს

არც ერთ ოპოზიციურ დეპუტატს მხარდაჭერა არ გამოუცხადებია პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელებისთვის. ლელა ჯანაშვილი და კოკა კაციტაძე სესიაზე კანონმდებლებმა დღის ბოლოს დაამტკიცეს. ოპოზიციის პროტესტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამ გამოიწვია, რომლის შედეგადაც შეიქმნა ორი ახალი უწყება.     

"ჩვენმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში, მოსმენების დროს გამოჩნდა, რომ არცერთი კანდიდატი არ იყო მზად, რომ იყოს დამოუკიდებელი და გამბედავი და ეს დასკვნა გამოვიტანეთ მათი პასუხებიდან, არცერთ მათგანს არ შეუფასებია, როგორც ანტიკონსტიტუციური მათი წინამორბედის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა,"-განაცხადა "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციას არცერთი ობიექტური ფაქტი და მტკიცებულება არ აქვს არჩეული კანდიდატების დასაწუნებლად. "ორივე კანდიდატი გახლავთ საკმაოდ გამოცდილი, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი კანონით გათვალისწინებულ იმ მნიშვნელოვან მოვალეობებს, რომელიც უკავშირდება ამ ორი მნიშვნელოვანი სამსახურის საქმიანობას, კეთილსინდისიერად შეასრულებენ. ოპოზიციის ვერცერთი წევრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე ტიპის ობიექტური მოცემულობა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ამ ადამიანების პროფესიონალიზმს ან კეთილსინდისიერებას,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი.

 
დღის ამბები