ქვეყანა დღეს "ოქროს ხმას" - როსტომ საგინაშვილს დაემშვიდობა. ლეგენდარული მომღერალი თავის სოფელში, კოლაგში დაკრძალეს.
40 წელზე მეტია, რაც მისი შესრულებული "ჩაკრულო" NASA-მ კოსმიურ თავგადასავალში გაუშვა.
27 საუკეთესო სიმღერასთან ერთად კოსმოსში "ვოიაჟერებს" "ჩაკრულო" გაატანეს, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი უცნობ ცივილიზაციებს.