27 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
3 ოპოზიციონერს, ასევე ყოფილ სპიკერს პარლამენტმა მანდატები შეუჩერა - რას კარგავს "ლელო" საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთი მანდატის გარდა

საქართველოს პარლამენტში კიდევ ოთხი დეპუტატის ადგილია ცარიელი. სესიამ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა. საკანონმდებლო ორგანოს დროზე ადრე  3 ოპოზიციონერი და ერთი ყოფილი სპიკერი ტოვებენ.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია "ლელო". ელენე ხოშტარიამ და კახა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანო საკუთარი სურვილით დატოვეს, შალვა ნათელაშვილი წლინახევრის განმავლობაში პარლამენტში ისედაც არ შესულა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტით კი, "ლელო" ფრაქციის დაშლისა და საბიუჯეტო დაფინანსების დაკარგვის წინაშეც დადგა.

დღესვე სხვა პარტიების მანდატების გაუქმების ფონზე, მანდატების დაბრუნება მოითხოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ."

პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტიც გამოეხმაურა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. "დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეათე მოწვევის პარლამენტში ახლა 145 დეპუტატი დარჩა, ოპოზიციას კი მხოლოდ 61 მანდატი.


დღის ამბები