27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
გაქცეული მკვლელი დაკავებულია - ცნობილია თანხა, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ითხოვდა

ბრალდებული, რომელმაც მისი დამსაქმებელი ცოლ-ქმარი გაწირა, მათი არასრულწლოვანი შვილი კი, მკვლელობის ადგილზე სკამზე მიაბა, გიორგი გაწირაძეა.

ცნობილია იმ თანხის ოდენობაც, რომელსაც 34 წლის მამაკაცი ოჯახური მეურნეობის მეპატრონეებისგან ითხოვდა. მან ისინი 20 000 დოლარის გამო, სასიკვდილოდ გაიმეტა.

აღმოჩნდა, რომ მკვლელი ერთხელ უკვე ნასამართლევია, ახლა კი, ციხიდან თავის დაღწევას თურქეთში გადაპარვით ცდილობდა. მარშრუტი ასეთია - კონდოლი-თბილისი-ბათუმი.

სოფელში კი, სადაც შაბათს სასტიკი მკვლელობა მოხდა, დამნაშავის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს, სასჯელი კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი გაწირაძე წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფება, რამდენიმე დღეში კი, ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში, არსებითი განხილვები დაიწყება.

დღის ამბები