27 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
თბილისის საკრებულომ დღეს ბიუჯეტის კორექტირების საკითხი განიხილა და დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დღეს ბიუჯეტის კორექტირების საკითხი განიხილა და დაამტკიცა. გაიზარდა ცალკეული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ 74 მილიონი ლარის გადანაწილებაზე რომელიც გასული წლის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხაა.

კიდევ ერთი თემა, ეს არის გამგეობებისთვის და თბილისის საკრებულოსთვის ავტოპარკის განახლება, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 600 ათასი ლარი სოციალურ საკითხებს უნდა მოხმარდეს.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რომ საკრებულოსა და გამგეობების ეფექტური მუშაობისთვის ავტოპარკის განახლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

დღის ამბები