27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების მხარდაჭერას - NATO-ს გენერალური მდივანი

N​ATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას იმსჯელებენ.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით N​ATO-მ გააძლიერა თანამშრომლობა.

"მოუთმენლად ველი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას. ეს ასახავს ნატო-საქართველოს ძალიან ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორობას. ჩვენ ახლახან გავაძლიერეთ სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობა, ვატარებთ ერთობლივ ღონისძიებებს, მათ შორის წვრთნებს, ეს კი იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად ახლოს მუშაობენ ნატო და საქართველო ერთიანი ძალებით.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას როგორც რეფორმების მიმართულებით, ასევე მისი ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის ნაწილში. ეს არის რეგულარული, ახლო და მნიშვნელოვანი კავშირის ნაწილი ნატოსა და საქართველოს შორის, რასაც შეხვედრაზეც დავადასტურებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ნატოს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ალიანსის გაფართოება დიდი წარმატება იყო და ეს დაგვეხმარა თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებაში, იყო მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ათწლეულების მანძილზე - ასე რომ ჩვენი კარი ღია რჩება," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები