27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

ბადრი ჯაფარიძე 77 - მომხრე; 38- წინააღმდეგი;

შალვა ნათელაშვილი 79 - მომხრე; 28 - წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარია 77 - მომხრე; 9 - წინააღმდეგი;

პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

რაც შეეხება "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

დღის ამბები