27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
მშენებლობა დასრულებულია და მუშები კერძო პირების მიერ იყვნენ დაქირავებულები - რას ამბობს შპს "მწვანე დიღომის" წარმომადგენელი 2 მუშის გადმოვარდნის ფაქტზე

უბედური შემთხვევა თბილისში. სამშენებლო ობიექტიდან 2 ადამიანი გადმოვარდა, მათან ერთი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გარე ლიფტი გახდა, რომელიც მოულოდნელად ჩავარდა. 

ერთ-ერთი მუშის 46 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე  და იგი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულს ღუდუშაურის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალების გადაზიდვისას ჩამოწყდა კორპუსის გარე ლიფტი და სწორედ ამას მოჰყვა მუშების გადმოვარდნა დაახლოებთ მე-4 სართულის სიმაღლიდან. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც შპს "მწვანე დიღომის"  წარმომადგენელი მარაქი ლობჟანიძე ამბობს, მშენებლობა დასრულებულია და მუშები კერძო პირების მიერ იყვნენ დაქირავებულები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები