27 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა, რაც იმედისმომცემია - თამარ გაბუნია

19 ათას 49 ინფიცირებული და 51 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობდნენ.

როგორც სხდომის შემდეგ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქვეყანაში "ომიკრონის" პიკის პერიოდმა შედარებით გადაიარა, თუმცა ამ ტენდებცის დასაზუსტებლად დაკვირვება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, მობილიზებულია 8 ათასზე მეტი საწოლი, საიდანაც 6 ათასზე მეტი დაკავებულია.

"ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული რჩება 8 ათასზე მეტი საწოლი, აქედან 6 ათასზე ოდნავ მეტი არის დაკავებული. ახალი შემთხვევები 19 ათასი დაფიქსირდა ამ დილით, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით არის დაბალი. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს იმას, რომ პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა, რაც გარკვეულწილად, პროგნოზულად იმედისმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება.

შედარებით დაიკლო დადებითობის მაჩვენებელმა, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში," - აცხადებს თამარ გაბუნია.  

დღის ამბები