27 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ამოღებულია 5 422 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულებაც 25 ათას ლარამდეა - ბრალდებული კონტრაბანდას ავტომობილში მალავდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში 5 422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 24 389,60 ლარს შეადგენს ამოღებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით  მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები