27 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
თბილისის რამდენიმე რაიონს 15 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით,სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 თებერვალს თბილისის სხვადასხვა რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ:

ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგერის, ჩხენკელის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, გალავნის, ხივინის და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანის, ნესტან-დარეჯანის, რამაზის, შერმადინის, ნოკო ბურის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს, 9 ძმა ხერხეულიძის, გრიშაშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები