27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 59 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, 59 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. 

​მამაკაცი კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა, დღეს კი ის 2 კაციან პალატაში გადაიყვანეს, ბოლო ანალიზები ჩაუტარეს და უთხრეს, რომ ხვალ უნდა გაწერილიყო. 

ინფორმაციას "რუსთავი 2-ს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე უდასტურებს და ამბობს, რომ მამაკაცი მე-5 სართულის ფანჯრიდან გადახტა. 

მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. როგორც ლალი ტურძელაძე ამბობს, გარდაცვლილს ფსიქოლოგიური პრობლემები არ უფიქსირდებოდა, ამას ამბობენ ოჯახის წევრებიც. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

"არ ვიცით რა მოხდა, მე-5 სართულიდან გადახტა, ხვალ უნდა გაგვეწერა კლინიკიდან. მას არანაირი ფასიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონდა, ამას გვიდასტურებენ ოჯახშიც. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული პაციენტი იყო, კონფლიქტი არავისთან ჰქონია,"- განუცხადა "რუსთავი 2-ს" ლალი ტურძელაძემ. 

პერიმეტრზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. 

დღის ამბები