27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
რამდენი დეპუტატით ნაკლები რჩება მე-10 მოწვევის პარლამენტში - ვინ ემხრობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატის ბედი ახლა პარლამენტის დანარჩენი წევრების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთი პირველი, ვისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც ხვალინდელ კენჭისყრაზე დააყენებენ, ბადრი ჯაფარიძეა.

"ლელოს" ლიდერისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ის ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს.

ბადრი ჯაფარიძე არ არის ერთადერთი, ვისი მანდატის შესახებაც ხვალ იმსჯელებენ. კენჭისყრის შედეგად გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი. პირველმა "ლეობორისტმა", პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება ყველაზე ბოლოს მიიღო, თუმცა ახლა ეს მასზე აღარ არის დამოკიდებული. ხელისუფლების ოპონენტები კოლეგებისთვის მანდატის გაუქმების საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

მანდატის გაუქმების მომხრეებს შორის, სავარაუდოდ მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები იქნებიან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს, ეს პრობლემა იქნება სხვა პარტიებისთვისაც, რადგან მანდატების გაუქმებით კიდევ უფრო მცირდება იმ ოპოზიციონერთა რაოდენობა, ვისი თითოეული ხმაც საგამოძიებო კომისიების შესაქმნელად გადამწყვეტია.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მმართველ პარტიაში გამორიცხავენ. სახელისუფლებო გუნდში დეპუტატებს ახსენებენ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თავად ითხოვდნენ მანდატების გაუქმებას.

რა შედეგით დასრულდება ხვალინდელი სხდომა და რამდენი დეპუტატით ნაკლები იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში - ეს კენჭისყრის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

3 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა პარლამენტმა ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს. მან თანამდებობიდან წასვლის პარალელურად, მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაც დატოვა.

დღის ამბები