27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
პრემიერის ინიციატივა სამშენებლო ბიზნესს - როგორ გამოეხმაურნენ წინადადებას ბიზნესმენთა ასოციაციაში
საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, სამშენებლო კომპანიებს, მთავრობის გარანტიით შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან.

ინიციატივა სამშენებლო ბიზნესს ირაკლი ღარიბაშვილმა მთვარობის სხდომაზე დღეს შესთავაზა. ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი არგუმენტებია, რამაც სამშენებელო სექტორისთვის მთავრობის წინადადებები განაპირობა.

პრემიერის ინიციატივას ბიზნესმენთა ასოციაციაში გამოეხმაურნენ. მთავრობის წინადადება მათთვის დროულია და თვლიან, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მნიშვნელოვანია.

პრემიერის ინიციატივა, სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდასაც გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება. სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან მთავრობის გარანტიით.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები თვლიან, რომ დღევანდელი ინიციატივა სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვნია. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების განმარტებით, თითოეულ კომპანიასთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება და დაფინანსებაც შესაბამისი იქნება.

მთავრობასა და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, საკითხზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღის ამბები