27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დავუჭიროთ კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე, უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დავუჭიროთ კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას. რაც შეეხება გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს, ჩვენ მათაც მხარს დავუჭერთ.

უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელეთ ცესკოს კანდიდატებზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, ასევე ვიმსჯელეთ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის კანდიდატზე, განვიხილეთ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას გარკვეული ანგარიში წარმოუდგინა. ჩვენი განხილვის თემა იყოს პრემიერის ინიციატივა დასაქმების პროგრამაზე. უკრაინის საკითხზე, პარტიის ქალთა ორგანიზაციაზე და ასევე იმ არჩევნებზე, რომელიც რუსთავსა და ბათუმში უნდა გაიმართოს,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები