27 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"თვალთხარიას წარმომადგენელი აირჩიეთ თავმჯდომარედ" - ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გიგა ფარულავას დანიშვნას ხმაური მოჰყვა

არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია, თანამდებობა გიორგი გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ დაიკავა. მას მხარი "ნაციონალურმა მოძრაობამაც" დაუჭირა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას", თუმცა მმართველი გუნდი არ იყო ერთადერთი, ვინც პროცესს პროტესტი გამოუცხადა.

საკრებულოს შენობაში იყვნენ ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას და 20 ივნისს დაზარალებული აქტივისტის შვილები, ისინი "ნაციონალური მოძრაობისგან" მოითხოვდნენ, არ დაეჭირა მხარი გიორგი გახარიას გუნდისთვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდი - საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიგა ფარულავა ამბობს, რომ კითხვებზე, რომლებიც უჩნდებათ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, პასუხები არა ერთხელ საჯაროდ გასცა.

"მწვავე საკრებულოს სხდომა გვქონდა დღეს ზუგდიდში. იყო ბევრი კითხვა და კრიტიკა. ჩვენ. კითხვებზე არაერთხელ საჯაროდ და ღიად სხვადასხვა პლატფორმიდან გაგვიცია პასუხები. ჩვენ არასოდეს არ მოვრიდებივართ კითხვებზე პასუხების გაცემას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გადაიდგა პირველი ნაბიჯები იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში დასრულებულიყო მუნიციპალური კრიზისი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ პარტიას და განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" თითოეული ჩვენთაგანი დავდგეთ, როგორც პიროვნულ, ასევე პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მივიღოთ მონაწილება საკრებულოს საქმიანობაში," - აცხადებს გიგა ფარულავა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე კი ულოცავს გახარიას პარტიას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იყო ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობის წარმომადგენელი ყოფილიყო ოპოზიცია.

დღის ამბები