27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"გამოცდილების თუ კეთილსინდისიერების კუთხით კითხვის ნიშნები არ არსებობს" - ვის დაუჭერს მხარს "ოცნება" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე - უმრავლესობაში ამბობენ, რომ არც ერთი მათგანის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარებათ და ორივე მათგანის ყურადღებით მოსმენას აპირებენ.

"ორივე კანდიდატი გახლავთ მოქმედი პროკურორი, მათ აქვთ საკმაოდ კარგი კვალიფიკაცია, ასევე, საინტერესო და კარგი გამოცდილება. შესაბამისად, მათთან მიმართებაში კვალიფაკიციის თუ გამოცდილების კუთხით, არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს, კეთილსინდისიერებასთან მიმართებითაც, თუკი ოპოზიციის ნაწილი დასვამს შეკითხვას რაიმე ფორმით, აქაც საჭიროა კონკრეტული ფაქტი და მტკიცებულება,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, ორივე უწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად ჩამოყალიბდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები